English / ქართული / русский /
თამარ თაფლაძელია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ადამიანისეული კაპიტალის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის მოდელირება

ანოტაცია.მრავალი ქვეყნის სტრატეგი ორიენტირებულია ზრდის ორ სფეროზე: მდგრადი და ინკლუზიური, რომლის მიღწევა შეუძლებელია ადამიანური კაპიტალის წვლილის გარეშე. ნათელია, აგრეთვე, რომ ამ მიზნების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება კარგი განათლებისა და ტრენინგის სისტემის გარეშე. ადამიანური კაპიტალის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში განხილულია როგორც თეორიულმა მოდელებში, ისე ემპირიულ კვლევებში. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის თეორიული კონცეფციის მიმოხილვას და მის ეკონომიკურ ზრდაზეგავლენის ემპირიულ ასპექტებს. ყურადღება გამახვილებულია მოდელებიზე, რომელიც აღწერს დამოკიდებულებას „ადამიანური კაპიტალი - ეკონომიკური ზრდა“.